Site icon Civil.ge

“ჰუმან რაით ვოჩი” შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის წინააღმდეგია

(თბილისი, 2002 წლის 26 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაით ვოჩმა” პროტესტი გამოთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოთხნოვნაზე, გაიზარდოს 12 საათიანი წინასწარი დაკავების ვადა კომუნიკაციის უფლების გარეშე.

“ის რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება” – განაცხადა “ჰუმან რაით ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ ანდერსენმა. “ევროპის საბჭოც და გაეროც საქართველოს პატიმრების უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას სთხოვენ, ნარჩემაშვილის ინიციატივა კი სრულიად საპირისპიროა”.

ნარჩემაშვილი დაბარებულ იქნა საპარლამენტო სესიაზე მოხსენებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის თაობაზე, რომლის რეპუტაციაც ძლიერ იქნა შერყეული ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და სპორტსმენი კახი ასათიანის მკველობის გამო. ნარჩემაშვილმა ზემოაღნიშნული წინადადება პარლამენტს სწორედ ამ მოხსენებით გამოსვლისას შესთავაზა.

კობა ნარჩემაშვილის რწმუნებით, ქართველმა კანონმდებლებმა მიიღეს სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსი, რომელიც მთლიანად უბოჭავს ხელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს. Mან მოითხოვა გაგრძელება 12 საათიანი პერიოდისა, რომლის განმავლობაშიც პოლიციეს უფლება აქვს დაკავებულ ჰყავდეს ეჭვმიტანილი კომუნიკაციის უფლების გარეშე. მას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ამჟამად იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული წინასწარი დაკავების ობიექტების შინაგან სამქეთა სამინისტროს კომპეტენციაში დაბრუნება.

ქართველი სამართალდამცავები ძალიან ხშირად აწამებენ პატიმრებს და არღვევენ პროცედურული კოდექსის ნორმებს. ა.წ. აპრილში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში “სამართალდამცავებისა და ციხეების პერსონალის მიერ პატიმრების წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გახშირების” გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)