(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს უშიშროებას საქართველოს 4 მოქალაქე გადასცეს. ოთხივე მათგანი ეთნიკური ქისტია და პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობს.
როგორც “სივილ ჯორჯიას” უშიშროების სამინისტროს პრესს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა აცნობა, მათი დეპოორტაცია რუსეთიდან სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო მოხდა.
ოთხივე მათგანი ნაზრანში სამუშაოდ იყო ჩასული მაგრამ ვიზის არქონის რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხარე დაკავებულთა ვინაობას ადგენდა, საბოლოოდ კი მათი საქართველოში დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა ლალიაშვილის თქმით, საქართველოს უშიშროების სამნისტრო ამ ფაქტს რუსეთის მხრიდან კოკრეტული თანამშრომლობის პრეცენდენტს უწოდებს.
უშიშროების სამინისტრომ რუსეტიდან დეპორტირებულთა ვინაობა გადაამოწმა და ამჟამად ოთხივე მათგანი პანკისში იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)