Site icon Civil.ge

საჩხერის ბაზაზე “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამისთვის რეზერვისტთა შერჩევა მიმდინარეობს

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ეროვნული გვარდიის საჩხერის მეთექვსმეტე სამხედრო-ქვეითთა ბაზაზე ქართულ-ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიხედვით რეზერვისტთა შერჩევა და მომზადება გრძელდება.

“სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს პრესს-სამსახურში აცნობეს, ერთიან საბანაკო შეკრებაზე ფიზიკური წვრთნების პარალელურად ტარდება შესარჩევი კონტინგენტის სამედიცინო შემოწმება.

საჩეხრის ბატალიონში საბანაკო შეკრების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ცენტრალიზებული წესით ხორციელდება. 20 იანვარს შერჩეული კონტინგენტის მომზადებას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები გააგრძელებენ.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2004 წლამდე გასტანს. პროგრამა ქართული ანტიტერორისტული ქყედანაყოფების მომზადებას ითვალისწინებს. მისი განხორციელებისთვის აშშ-ის ხელისუფლებამ 64 მილიონი დოლარი გამოჰყო. პროგრამის ფარგლებსი სულ 2000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)