Site icon Civil.ge

უკრაინა და აზერბაიჯანი სუუამის საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით გამოდიან

(თბილისი, 2 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უკრაინისა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპიკერები დღევანდელ შეხვედრაზე სუუამის წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივა წამოაყენეს.

ორი ქვეყნის სპიკერები ასევე შეთანხმდნენ, რომ სუუამის საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა კიევში 2003 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს.

სუუამი, რომელშიც საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა შედიან 1997 წელს შეიქმნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)