Site icon Civil.ge

გაიტაცეს “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის მამა

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 1 დეკემბერს გვიან საღამოს სოფელ პანტიანიდან გაიტაცეს სადი შარიპოვი, რუსული კომპანია “ლუკოილის” ვიზე პრეზიდენტის ვადიმ შარიპოვის მამა.

როგორც სამართალდამცველები იტყობინებიან შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა შარიპოვების ოჯახს. კრიმინალებმა შარიპოვების კუთვნილი ავტომობილით გაიტაცეს სადი შარიპოვი. მოგვიანებით მანქანა სამართალდამცველებმა იპოვეს.

საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით მიმდინარეობს გამოძიება. გატაცების სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)