(თბილისი, 3 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოში ჩამოდის რუმინეთის თავდაცვის მინისტრი იონ მირჩე პასკუ. ამის შესახებ იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
რუმინეთის თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელი თავის ქართველ კოლეგას დავით თევზაძეს და საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდება.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ქართული მხარისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობები რუმინეთთან, რომელმაც ახლახანს მიწვევა მიიღო ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)