(თბილისი, 4 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ გვჯერა, რომ ჩეჩენთა დაბრუნება ყველა იმ რეგიონიდან, სადაც მათ თავშესაფარი პოვეს უნდა მოხდეს ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობისა და იძულების გარეშე,” განაცხადა 3 დეკემბერს გამართლუ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა.
მან კომენტარი გაუკეთა ინგუშეთში რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩენ დევნილთა ბანაკის დახურვას. “ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ეს ძალადობის გამოვლინება იყო,” განაცხადა რიკერმა.
ჩეჩენი ლტოლვილები საქართველომაც შეიფარა. დაახლოებით 3,800 ჩეჩენი ცხოვრობს ამჟამად პანკისის ხეობაში.
2002 წლის დასაწყისში საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდენენ ითანამშრომლონ პანკისში მცხოვრებ ჩეჩენთა რეპატრიაციის საკითხში. საქართველოს ხელისუფლება ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებას უჭერს მხარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)