(თბილისი, 5 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან გატაცებულია რუსეთ-ბელორუსის ნავთობკომპანია “სლავნეფტის” ვიცე პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას დედა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა.
გატაცება ერთი კვირის წინ მოხდა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცველები აცხადებებენ, რომ გამტაცებლებს არანაირი პირობა ჯერ არ წამოუყენებიათ.
1 დეკემბერს დმანისის რაიონიდან გაიტაცეს რუსული ნავთობკომაპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ვაგით შარიფოვის მამა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)