Site icon Civil.ge

სამართალდამცველებმა ტერორისტული ჯგუფი გაანადგურეს

(თბილისი, 7 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტროს ცნობით 6 დეკემბერს ლაგოდეხთან ახლოს ტერორისტულ ჯგუფთის დაკავების ოპერაციისას ტერორისტებმა მოქმედებაში მოიყვანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რის შედეგადაც ოთხი მათგანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, რომელიც ამჟამად დაკავებულია.

უშიშროების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ნიკა ლალიაშვილმა დღეს “სივილ ჯორჯაის” განუცხადა, რომ ჯგუფს შესაძლოა რუსეთში განხორციელებულ ტერორისტრულ აქტებთან ჰქონოდა კავშირი.

ლალიაშვილის განცხადებით ოპერაციის სხვა დეტალები ინფორმაცია ტერორისტული ჯგუფის შესახებ დღეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)