Site icon Civil.ge

შსს აფართოვებს ანტიკრიმინალურ ოპერაციას

(თბილისი, 10 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 9 ნოემბერს ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მორიგი ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატარეს, ამჯერად ქუთაისში.

შსს-ის პრესს-სამსახურის ხელმძღვანელის პაატა გომელაურის ცნობით, ოპერაციის მსვლელობისას ამოღებული იქნა დიდი ოდენობით იარაღი, ყუმბარები და ტყვიაწამალი, ასევე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი.

6-7 დეკემბერს ანტიკრიმინალური ოპერაცია თბილისშიც ჩატარდა. გომელაურის თქმით, დაგეგმილია ასეთი ოპერაციების ჩატარება სხვა რეგიონებშიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)