(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სამართალდამცავებმა 10 დეკემბერს დააკავეს შინაგანი ჯარების ორი ჯარისკაცი, რომლებიც 7 დეკემბერს იარაღის საცავიდან “კალაშნიკოვის” მარკის 9 ავტომატისა და 1 პისტოლეტის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.
სამხედრო პროკურატურის ცნობით, ორი აღმოჩენილია ორი ავტომატი და პისტოლეტი. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ დანარჩენი იარაღი უკვე გაყიდულია. გამოძიებას სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)