(თბილისი, 11 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ში 2-3 წელიწადში გაწევრიანდება.
მისი თქმით, “რუსეთი აღარ არის ნატო-ში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი”.
ნოემბერში ნატო-ს სამიტზე პრაღაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის სურვილის შესახებ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)