Site icon Civil.ge

სადი შარიფოვის გვამზე ძალადობის ნიშნები არ აღმოუჩენიათ

(თბილისი, 12 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ბოლნისი-კაზრეთის გზაზე ნაპოვნი სადი შარიფოვის გვამზე ძალადობის ნიშნები არ ჩანს და შესაძლოა, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შესახებ აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრობლები და ექსპერტიზის წარმომადგენლები.

ქვემო ქართლის პოლიციის ცნობით, გვამის აღმოჩენის შესახებ პოლიციას ანონიმმა შეატყობინა ტელეფონით. გვამი მდინარის პირას აღმოაჩინეს და ის ცელოფანში იყო გახვეული.

რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ვაგიტ შარიფოვის მამა, 79 წლის სადი შარიფოვი დმანისის რაიონის სოფელ პანტიანში, საკუთარი ბინიდან გაიტაცეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლის გასათავისუფლებლად 400 ათას დოლარს მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)