Site icon Civil.ge

აფხაზეთის პრობლემა რუსეთის ახალი ელჩის პრიორიტეტი იქნება

(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთის ახლამა ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემა საქართველოში მისი დიპლომატიური საქმიანობის პრიორიტეტი იქნება.

“მე რუსეთის ელჩი ვარ. რადგანაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რა თქმა უნდა, აფხაზეთში ჩასვლას ვაპირებ”, – თქვა ვლადიმირ ჩხიკვიშვილმა.

მანამდე ჩხიკვიშვილმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობები წარსულში დარჩა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)