(თბილისი, 13 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების მიხედით, საქართველოს ხელისუფლებას მუშაობას იწყებს ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის რეფორმაზე.
როგორც სახელმწიფო კანცელარია იტყობინება რეფორმა 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეფექტურად მუშაობისათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)