(თბილისი, 23 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” ლიდერი დავით შენგელია კონტრაბანდაში დაადნაშაულა.
21 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ დავით შენგელია, რომელსაც ამჯამად ოფიციალური თანამდებობა უკავია აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში, აფხაზეთისა და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტრაბანდაშია ჩართული.
დავით შენგელიამ უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ ხელთ აქვს მასალები, რომლებიც კონტრაბანდაში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას ადასტურებს.
დავით შენგელია სექტემბერში გალის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა აფხაზეთის დევნილ ხელისუფლებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)