Site icon Civil.ge

საქართველო ნატო-ში 2005-2006 წლებში გაწევრიანდება, – ამბობს თედო ჯაფარიძის

(თბილისი, 23 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო ნატო-ში 2005-2006 წლებში გაწევრიანდება.

“თუმცა ეს შეიძლება გაცილებით ადრეც მოხდეს, თუ საქართველო მოასწრებს მომზასებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, ნატო-ში გასაწევრიანებას საქართველო “ინდივიდუალური გეგმის” მიხედვით აპირებს.

ოფიციალური განცხადება ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნოემბერში პრაღაში გამარტულ ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)