Site icon Civil.ge

ფსოუზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამ თბილისში შეშფოთება გამოიწვია

(თბილისი, 26 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ათწლიანი შესვენების შემდეგ 25 დეკემბერს პირველად გადაკვეთა აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი სარკინიგზო შემადგენლობამ ადლერიდან.

დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს სარკინიგზო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით რუსეთსა და იმ რეგიონს სორის, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

“სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთთან და აფაზეთის მოსახლეობისთვის ამავდროულად რუსეტის მოქალაქეობის მინიჭება შეიძლება განხილული იქნას როგორც ღია აგრესია საქართველოს წინააღმდეგ”, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ფრაქცია “აფხაზეთის” თავმჯდომარემ გივი ლომინაძემ.

“აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დსთ-ის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების (აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ბლოკადის შესახებ) დარღვევაა”, – განაცადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)