Site icon Civil.ge

ოპოზიცია ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილებების წინააღმდეგ

(თბილისი, 26 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური ფრაქციები მხარს არ დაუჭერენ პრეზიდენტის წინადადებას ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილების შესახებ, რომელიც ქონების მმართვისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების გაუქმებას ითვალისწინებს.

“მთავრობა აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გაიზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურობა, მაგრამ მე არ მჯერა ხელისუფლების,” განაცხადა ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ.
“ხელისუფლება უნდა შიცვალოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებებს აზრი,” განაცხადა ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარემ ჯემალ გოგიტიძემ.

ფრაქციები “მოძრაობა დემოკრატიული საქართველოსთვის,” “ტრადიციონალისტები” და “XXI საუკუნე” ასევე უარს აცხადებენ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)