Site icon Civil.ge

საფრანგეთში დაკავებულ ტერორისტებს შესაძლოა პანკისთან ჰქონდეთ კავშირი

(თბილისი, 28 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პარიზში დაკავებული ისლამისტ ექსტრემისტთა ჯგუფი გეგმავდა ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში რუსეთის საელჩოს წინააღმდეგ.

როგორც ასოშიეითიდ პრესი იტყობინება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინსტროს ცნობით რამოდენიმე ტერორიზმში ეჭვმიტანილს შესაძლოა კავშირი ჰქონდათ და იმყოფებოდნენ ავღანეთში და პანკისის ხეობაში.

27 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩეჩენ მეომართა კავშირებს პანკისის ხეობასთან და საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)