(თბილისი, 28 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე 116 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს მასინ, როცა ბიუჯეტის დასამტკიცებლად 118 ხმა იყო საჭირო. 42-მა დეპუტატმა პროექტის წინააღდმეგ მისცა ხმა.
ყველა ოპოზიციური პარტია ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ “ბიუჯეტის პროექტი პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა”.
“მე ვეთანხმები სახელიმწიფო მინისტრს, მაგრამ დაუშვებელია ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის მიღება. მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა, არის ის, რომ მთავრობამ არ მოისურვა მინიმალური ხელფასების გაზრდის შესახებ კანონპროექტის განხილვა”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
მთავრობამ ბიუჯეტის ახალი პროექტი პარლამენტს მორიგი საგანგებო სხდომისთვის უნდა წარუდგინოს იანვრის პირველ ნახევარში.
“ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი ბიუჯეტის ახალ პროექტს დაამტკიცებს, რაგდან ეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში შედის”, – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)