(თბილისი, 3 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 1 იანვრიდან საქართველოში დისლოცირებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ხელფას რუბლების მაგივრად ლარებში აიღებენ.
ხელშეკრულებას ამის თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ეროვნულმა ბანკებმა 24 დეკემბერს მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად ითხოვდა რუსეთისაგან ხელფასები ჯარისკაცებისთვის ლარებში დაერიგებინა.
ოფიციალური თბილისი მიიჩნევს რომ ეს ფაქტი ახალქალაქში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განთავსებული, ლარის მიმოქცევაში გავრცელებას ხელს შეუწყობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)