(თბილისი, 6 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუს მესაზღვრეთა სპეციალური ქვედანაყოფები გაიგზავნება საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩეჩნეთის მონაკვეთის კონტროლის გასაძლიერებლად. ამის შესახებ რუსული მასმედია ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსი მესაზღვრეების ხელმძღვანელთა თქმით, საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი და მისი მახლობელი რაიონები კვლავ ყველაზე დაძაბულ ზონებად ითვლება.
ოქტობმერში ერევანში დსთ-ის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის დროს რუსეთისა და საქართველოს მესაზღვრეთა მეთაურებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, რომელიც ინფორმაციის გაცვლასა და საზღვრის პარალელურ პატრულირებას ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)