(თბილისი, 10 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს საქართველოში რუსეთის ახლადდანიშნულ ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს ხვდება.
როგორც მოსალოდნელია შეხვედრისას პრეზიდენტი შევარდნაძე რუსეთის მიერ აფხაზეთთან სარკინიგზო ხაზის აღდგენის გამო პროტესტს გამოთქვამს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციას მართავენ და 25 დეკემბერს აღდგენილი სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტას მოითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)