(თბილისი, 15 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის სამინისტრომ 2002 წლის საშემოდგომო გაწვევის გეგმის შესრულება ვერ შეძლო. ეს თემა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონი ფირცხალაიშვილმა განაცხადა, რომ საშემოდგომო გაწვევა მხოლოდ 20%-ით შესრულდა.
“სამხედრო სამსახურის არაპოპულარობა და სამხედრო კათედრების არსებობა [უმაღლეს სასწავლებლებში] გაწვევის ჩავარდნის ძირითადი მიზეზებია”, – აღნიშნა ფირცხალაიშვილმა. იგი თვლის, რომ სამხედო კათედრები უნდა გაუქმდეს.
საქართველოს თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს გააჩნია სამხედრო კათედრა. რომლებიც საბჭოთა ეპოქიდან შემორრჩა და რომლებზეც თადარიგის ოფიცრებს ამზადებენ. სამხედრო კათედრის მქონე სასწავლებლების სტუდენტები გათავისუფლებულნი არიან სამხედო სამსახურისგან.
არსებული კანონმდებლობით პიროვნებას შეუძლია გადაიხადოს 200 ლარი და ჯარსი სამსახური ერთი წლით გადაივადოს. აღნიშნული კანონი შარშან შევიდა ძალაში. დღეს ეს კანონი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და მისი შეცვლა მოითხოვეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)