(თბილისი, 18 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა, რომელიც 14-17 იანვარს მოსკოვში იმყოფებოდა, თბილისში დაბრუნებისას განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების უკან დგას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც რუსეტის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მიმოსვლა კერძო კომპანიამ განაახლა.
“მე გთავაზობთ, რომ შევუწყვიტოთ კომუნიკაციები საქართველოსი განლაგებულ რუსეტის ბაზებს”, – განაცხადა ადეიშვილმა 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
18 იანვარს დაგეგმილია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხომა, რომელზეც ამ საკითხის განხილვას აპირებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)