(თბილისი, 18 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თავის საგანგებო სხდომაზე პარლამენტი აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას განიხილავს. განხილვის ძირითადი თემებია რუსეთის მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემა და აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლება.
სდომას ესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი.
ადეიშვილმა დეპუტატებს მოსკოვში ვიზიტის შედეგები უნდა მოახსენოს, მენაღარიშვილმა კი რუსეთის მიმართ შესაძლო ზომების შესახებ უნდა ისაუბროს რუსეთის ცალმხრივი ნაბიჯების საპასუხოდ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)