Site icon Civil.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში

(თბილისი, 20 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნინო ბურჯანაძის მეთაურობით მოსკოვში ჩადის, სადაც დელეგაციის წევრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

18 იანვარს პარლამენტის სხდომაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტისას ძირითადად აფხაზეთის თემის განხილვა იგეგმება.

საქართველო პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებების გამო აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის განახლებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

პარლამენტის 18 იანვრის სხდომაზე აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილეს. საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ცალმხრივი ნაბიჯები შეაფასა როგორც ანექსია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)