Site icon Civil.ge

ბურჯანაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს ხვდება

(თბილისი, 21 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბნურჯანაძე დღეს მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ვლადიმირ რუშაილოს ხვდება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობით მოსკოვსი ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება.

გამგზავრების წინ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მთავარი თემა აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია იქნება.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მეთაური ასევე აპირებს შეხვედრას რუსეტის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეებთან და საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)