(თბილისი, 21 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 21 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიოროს წარმომადგენლის მაიკლ ბიჟემაკის შეხვედრაზე თბილისში ამ ბიუროს ოფისის გახსნის საკითხი განიხილეს.
სახელმფწიფო კანცელარიის ცნობით, ოფისი უახლოეს ორ თვეში გაიხსნება.
შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალიტებს განუცხადა, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფისის გახსნა თბილისში ხელს შეუწყობს ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში.
ხაბურძანიას თქმით, შეხვედრაზე პანკსის ხეობაში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)