(თბილისი, 23 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ საქართველოს 24 საათის განმავლობაში აღუდგეს ბუნებრივი გაზის მიწოდება. ამ თემას იგი შეეხო “გაზპრომისა” და “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.
“გაზპრომის” ხელმძღვანელობა პუტინს დაპირდა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღდგება გაზის მიწოდება საქართველოსთვის.
“თბილგაზის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას ინფორმაციით, თბილისს გაზის მიწოდება სავარაუდოდ ორ კვირაში აღუდგება. ეს დრო გაზის მილების შესავსებად და გაზის მეურნეობის სრული დატვირთვისათვის არის საჭირო.
ასევე მოხდება გაზის მილების ტექნიკური შემოწმება, რათა გაზის გაშვების დროს არ მოხდეს ავარია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)