(თბილისი, 25 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძვანელის მოადგილემ დუგლას დავიდსონმა 23 იანვარს განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს აფხაზეთის კონფლიქტისადმი სრულ საერთაშორისო გამჭვირვალე მიდგომას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი “თავს შეიკავებს ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ სტატუს გააძლიერებს.”
“ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას რუსეთის მხრიდან გადადგმულ ერთპიროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით [რკინიგზის აღდგენა და აფხაზეთში მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება],” განაცხადა დუგლას დავიდსონმა.
ეუთოში აშშ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის განაცხადებით აშშ-ს მთავრობა დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის პრობლემის დარეგულირება ე.წ. “ბოდენის დოკუმენტის” საფუძველზე უნდა მოხდეს.
აღნიშნული დოკუმენტის განხილვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)