Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ვიზიტი

(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 27 იანვრიდან 1 თებერვლამდე საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი დონა დოუსეტ-კიოროლო.

იგი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს, ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილსა და პრეზიდენტის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბალისიას.

შეხვედრებზე დონა დოუსეტ-კოიროლომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დააფინანსოს ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ადმინისტრირების სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს. მან ასევე სინანული გამოთქვა საქართველოში კორუფციის მაღალ დონესთან დაკავშირებით.

დონა დოუსეტ-კოიროლო ასევე აპირებს შეხვედრას პრეზიდენტ შევარდნაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან, ასევე განათლებისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან.

საქართველოს ხელისუფლებსი წარმომადგენლებთან ერთად დონა დოუსეტ-კოიროლო მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკის შეფასებითი დოკუმენტის განხილვაში ქვეყნის დახმარების სტრატეგიის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)