Site icon Civil.ge

შევარდნაძე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 29 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხვდება აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს მთიანი ყარაბაღისა და ევრაზიის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებს განიხილავენ.

როგორც შევარდნაძემ თავის რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან 28 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აფხაზეთში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალების საკითხს განიხილავენ 29 იანვარს კავკასიის 4 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრაზე.

ასევე სავარაუდოა, რომ სამშვიდობო ძალების საკითხი შევარდნაძემ აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზეც განიხილოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)