(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოსთვისაც მომგებიანი იქნება სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით”, – განუცხადა ჟურნალისტებს 29 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევში დსთ-ის ქყვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ.
სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთში 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად შეწყდა.
28 იანვარს კიევში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსი კოლეგა მას დაპირდა, რომ რუსეთი შეწყვეტს სარკინიგზო მიმოსვლას აფხაზეთთან, და ამ საკითხის განხილვას დაიწყებს აფხაზეთსი ქართველი დევნილი მოსახლეობის დაბრუნების საკითხის განხილვის პარალელურად.
პრეზიდენტმა შევარდნაძემ 29 იანვარს კიევიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური ქართულ-რუსული სამთავრობათსორისო კომისია, რომელიც შეისწავლის აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის შეჩერებისა და კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გახანგრძლივების საკითხებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)