Site icon Civil.ge

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 30 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 30-31 იანვარს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ შკიდჩენკო, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თბილისში ყოფნისას შკიდჩენკო თავის ქართველ კოლეგას დავით თევზაძეს, პრეზიდენტ შევარდნაძესა და სახელმწიფო მინისტრს, ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობისა და ნატო-სთან ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)