Site icon Civil.ge

აფხაზების განცხადებით სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერებულა

(თბილისი, 31 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყვეტილა და დღესაც ხორციელდება,” განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ ასტამურ ტანიამ 31 იანვარს.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთში გრძელდება პასპორტების გაცემა და ეს მოსახლეიობის სურვილის მიხედვით ხდება.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების კიევში ჩატარებულ შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდანაძემ განაცხადა, რომ პუტინმა აფრაზეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენა მიზანშეწონილად მხოლოდ დევნილთა დაბრუნების პარალელურად მიიჩნია.

რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტირიიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს ასტამურ ტანია ამის კატეგორიული წინააღმდეგია. “რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტი რუსეთის სამშვიდობო ძალები არიან”, – აცხადებს ასტამურ ტანია.

This post is also available in: English (ინგლისური)