(თბილისი, 1 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საპატრიარქო გმობს 24 იანვარს ბასილ მკალავიშვილის დაჯგუფების მიერ ბაბტისტურ ეკლესიაში შეკრებილ ქრსიტიანული რელიგიების წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმას.
“ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს საქართველოში ბოლო დროს რელიგიური ნიშნით შექმნილ დაპირისპირებას და მივიჩნევთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება”- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გაკეთბულ განცხადებაში.
საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯს გადადგამს სიტუაციის გამოსასწორებლად, რაც გულისხმობს პირველ რიგში რელიგიის კანონის მიღებას.
24 იანვრის თავდასხმას გამოეხმაურა ეუთო-ში აშშ დელეგაციაც. დუგლას დავიდსონმა, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, 30 იანვარს ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას ასეთი ფაქტების განმეორება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)