Site icon Civil.ge

შევარდნაძე ამერიკელ დიპლომატს ხვდება

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე სტეფან რეიდმეიკერი დღეს საქართველოს პრეზიდნეტ შევარდნაძეს ხვდება.

არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით შეხვედრისას არ არის გამორიცხული განიხილონ აშშ-ის მიერ საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობა ერაყის წინააღმდეგ ომისას.

დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი აშშ-ს ერაყის წინააღმდეგ მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით. დღესვე რეიდმეიკერმა განაცხადა რომ აშშ ხელისუფლება საქართველოს მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
საქართველოს შესაძლო როლი ერაყის კამპანიაში

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)