(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა დამატებითი მასალები მოითხოვა ქართული მხარისგან ამ წლის გაზაფხულისთვის რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე საველე მეთაურის რუსლან გილაევის რაზმის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.
ახლახანს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, რომ გაზაფხულისთვის ჩეჩენ მებრძოლთა რაზმი გილაევის მეთაურობით რუსეთიდან საქართველოში გადმოსვლას შეეცდება. “ამის თაობაზე ჩვენ უკვე ვაცნობეთ ჩვენს რუს კოლეგებს”, – თქვა ჩხეიძემ.
“ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ გილაევი აპირებს საქართველოში გადასვლას გაზაფხულზე. იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე წარმოგვიდგენს საიმედო ინფორმაციას, ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ აღვკვეთოთ ჩეჩენი მეომრების გადასვლა საქართველოში”, – ავრცელებენ რუსეთის საინორმაციო საშუალებები რუსეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლის ალექსანდრ მანილოვის სიტყვებს.
This post is also available in: English (ინგლისური)