(თბილისი, 13 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 13 თებერვალს პარლამენტის დეპუტატებს “ახალი მემარჯვენეების” ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ მოახსენა. 3 თებერვალს “ახალი მემარჯვენეების” მთავარ ოფისში 20-მდე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელთაც ზიანი მიაყენეს ინვენტარს და გაანადგურეს დოკუმენტაცია.
ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თავდასხმის ოპრგანიზებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს. ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებამ თავდასხმასთან სახელმწიფო სტრუქტურებიდან რომელიმე თანამდებობის პირის კავშირი არ დაადასტურა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი გამოწვეული იყო სიდაპარტიული უთანხმოებით.
“ყველა დაკავებული, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, “ახალი მემარჯვენეების” წევრები არიან”, – თქვა კობა ნარჩემაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)