(თბილისი, 17 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზად არის აშშ-ს მთავრობის წინადადება დააკმაყოფილოს და რუსეთის სამშვიდობო შენაერთებს მანდატის ვადა კიდევ 6 თვით გაუგრძელოს.
“ჩვენგან ამას აშშ-ს მთავრობა მოითხოვს. ჩვენთვის ნამდვილად ჯობია შევინარჩუნოთ მეგობრობა აშშ-სთან და დავაკმაყოფილოდ მათი წინადანება, ამის გადაწყვეტა ჟენევაში მოხდება” – განაცხადა 15 თებერვალს სახელმწოიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმის, აშშ-ს მათავრობა მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს.
დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარსუჭერს აშშ-ს ერაYში საომარი მოქმედებების გახორციელებაში.
“მე ვიცნობ ბუშს და იგი არ არის ის პიროვნება, რომელიც უკან დაიხევს ერაყში ომის დაწყებაზე, თუ იქ მართლაც არსებობს ქიმიური იარაღი. ამიტომაც აშშ-ს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვი. მჯერა, რომ აშშ-ს დახმარებით და მეგობრული დამოკიდებულებით ბევრი სასიკეთო ცვლილებები მოხდება საქართველოში” – აცხადებს პრეზიდენტი.
შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება არსებული კონფლიქტების მოგვარება. “მე ვიცი ისიც, რომ ამერიკის მთავრობა გმობს აფხაზეთში რკინიგზის მიმოსვლის თვითნებურ აღდგენას აფხაზიბის მიერ და ასევე მოსახლეობისთის რუსული პასპორების გაცემის ფაქტს” – განაცხადა შევარდნაძემ.
იგი აფხაზეთიდან დევნილებს მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ერთბაშად და მოკლე ვადებში კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება არ ხდება.
მან დღევანდელ გამოსვლაში მწუხარება გამოთქვა 14 თებერვალს ენგურის ხიდზე აქციის მონაწილეების ერთ-ერთ კარავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების გამო და ამ ფაქტს პროვოკაცია უწოდა. “ამის გამო მოვუწოდებ დევნილებს თავი შეიკაონ ასეთი აქციების მოწყობისაგან.
“მესმის რა პირობებშიც უხდებათ ცხოვრება, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ ასეთი აქციების შეწყვეტისაგან, რათა არ მოხდეს მსგავსი რამ. ერთს კი ვიტყვი, რომ ვინც აფხაზეთში ვიყავით ყველა დევნილები ვართ” – განაცხადა შევარდნაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)