(თბილისი, 18 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლებამ ივნისამდე გაუხანგრძლივა მანდატის ვადა რუსეთის სამშვიდობო ძალებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.
გადაწყვეტილება გუშინ გვიან საღამოს იქნა მიღებული ეროვნული უსიშროების საბჭოს სხდომაზე.
გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, რომ რუს სამშვიდობოებისთვის მანდატი გაეხანგრძლივებინა.
საქართველოს ხელისუფლკება სამ პირობას აყენებდა მანდატის გასახანგრძლივებლად: სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რუსული პასპორტების გაცემის შეწყვეტა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გაფართოება მთელ გალის რაიონზე.
ჯერ-ჯერობით ქართულმა მხარემ ვერ აიძულა რუსეთი, რომ ეს პირობები შეასრულოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)