(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით გრიპის ეპიდემიის გამო თბილისის სკოლებში სწავლა შეწყდა 19-დან 29 თებერვლამდე.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღეების გამნმავლობაში სკოლებში ბავშვების ნახევარიც კი არ დადის.
გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადებების გამო სამედიცინო დაწესებულებებს 2000-მდე ადამიანმა მიმართა, მათგან ნახევარი ბავშვებია.
ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინიტრო სიტუაციას ეპიდემიის კვალიფიკაციას არ აძლევს. დაავადებების განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების მკურნალობა უფასოდ მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)