(თბილისი, 20 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გარი კუპალბამ დღეს განაცხადა, რომ “აფხაზეთის შეიარაღებული ძალები თვითონ გამოიუყენებენ გუდაუთის სამხედრო ბაზას, როცა მას რუსი სამშვიდობოები დატოვებენ”.
“აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს გუდაუთის ბაზა სჭირდება”, – აცხადებს კუპალბა რუსული სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
18-19 თებერვალს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს საქართველოში რუსული ბაზების შემდგომ ბედთან დაკავშირებით.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა და ტექნიკამ გუდაუთის ბაზა დატოვა ეუთო-ს ფარგლებში, სტამბულში 1999 წელს მიღწეული შეთანხმების პირობების თანახმად და ეს ბაზა მხოლოდ რუსული სამშვიდობო ძალების ლოგისტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც აფხაზეთში დსთ-ის ეგიდით არიან განთავსებულნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)