Site icon Civil.ge

შევარდნაძისთვის გაუგებარია ოთხეულის ზრახვები თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებით

(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს ამ ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზომის შემიღების შესახებ მსჯელობა.

მისი განცხადებით, ამ საკითხის გახილვა კიევის სამიტზე მოხდა და მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეტალურად საკითხს სექტემბრის თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავდნენ.

“აქედან გამომდინარე ჩემთვის გაუგებარია თუ რა მოტივით მოხდა ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

რუსეთის, უკრაინის, ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრა 23 თებერვალს შედგა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)