(თბილისი, 25 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობას დაავალა, რომ გადაიხადოს გაეროს საწევრო შენატანის დავალიანების ნაწილი მაინც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავალიანება 7 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ეთერში განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ, საქართველომ შეიძლება დაკარგოს ხმის უფლება ამ ორგანიზაციაში, თუ დავალიანებას ნაწილობრივ მაინც არ დაფარავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ წერილი გაუგზავნა ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და მოითხოვა, გაერო-ს დავალიანების ნაწილი მაინც დაიფაროს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)