(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ცნობით, 26 თებერვალს აშშ-ში კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიური სისტემების მწარმოებელი კომპანია “ნორტროპ გრუმანის” წარმომადგენლებს შეხვდება.
ამერიკული კომპანია საქართველოს საჰაერო დაკვირვების სისტემას მიაწვდის ნავთობსადებ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოებაზე კონტროლის განსახორციელებლად.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ ნებართვა გასცა ნავთობსადენის საქართველოზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)