Site icon Civil.ge

აშშ-ის ნატოს კომიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აშშ-ის ნატოს კომიტეტის პრეზიდენტს ბრიუს ჯეკსონს ხვდება.

25 თებერვალს ჯეკსონი პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ საქართველო უკვე შეუდგა ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

გასული წლის ნოემბერში ედუარდ შევარდნაძემ პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე ოფიციალური განცხადება გააკეთა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების სურვილის შესახებ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია აშშ-ის ნატო-ს კომიტეტი 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია ნატო-ს გაფართოების ხელშეწყობა და აშშ-სა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)