(თბილისი, 27 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26-27 თებერვალს ბაქოში სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების სამუშაო ჯგუფების მესამე შეხვედრა ტარდება.
შეხვედრაზე, ძირითადად, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულებისა და ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრებს აშშ-ის, თურქეთის და რუმინეთის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)